Posts

Showing posts from January, 2018

ბრძოლა და სანახაობა. ბუნდესლიგა ბრუნდება!

Image
მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატმა ბუნდესლიგის წლევამდელ გათამაშებას თავისი კვალი უკვე დაატყო. აუცილებელი გახდა სეზონის დროულად დასრულება, რათა ბუნდესნაკრებმა სრულყოფილი მოსამზადებელი ეტაპის გამართვა შეძლოს. სწორედ ამის გამო გამოვიდა ზამთის პაუზა ასე მოკლე. პარასკევს, 23:30 -ზე, 25 დღიანი პაუზის შემდეგ ბუნდესლიგის მეორე წრე ლევერკუზენისა და ბაიერნის შეხვედრით გაიხსნება. ბაიერნი მეორე ადგილოსან შალკეს - 11, ხოლო მეოთხე ადგილოსან ლევერკუზენს კი 13 ქულით უსწრებს. "ბაი არენაზე" მოგების შემთხვევაში ბავარიელები ჩემპიონობისაკენ კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს გადადგამენ, ხოლო ლევერკუზენს წაგება არც ისე კარგ მდგომარეობაში ჩააგდებს. მე-5 და მე-6 ადგილოსან ლაიფციგსა და მიონხენგლადბახს, ლევერკუზენის დარად 28 ქულა აქვთ დაგროვილი, ისინი ბაიერს მხოლოდ ბურთების სხვაობით ჩამორჩებიან.არც ფრანკფურტის აინტრახტი და ჰოფენჰაიმი( 26 ქულა) მისცემენ ლევერკუზენს მოდუნების საშუალებას. მიუნხენელთა მთავარი მწვთვნელის, იუპ ჰაინკესის "ბაი არენაზე" დაბრუნება დიდ ინტერესს იწვევს. იგი ლევერკუზენს

გავიხსენოთ გიჟური ზამთრის ხანა

Image
გახსოვთ 2004 წლის ზამთარი? როდესაც რალფ რანგნიკის მიერ დამოძღვრილმა ჰანოვერმა ერთბაშად 5 ახალი ფეხბურთელი დაიმატა. ანაც მომდევნო წელი, როცა დიკ ადვოკაატის გლადბახი არც მეტი, არც ნაკლები, ერთდროულად 7 ფებურთელით შეივსო. გიჟური ზამთრის პერიოდები იდგა. მიმდიდანრე სეზონი შედარებით მშვიდად მიმდინარეობს. მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ბუნდესლიგის კლუბებმა ახალი ფეხბურთელების დასამატებლად, 30 მილიონ ევროზე ნაკლები დახარჯეს. თითქმის ყველა ტრანსფერზე საფუძვლიანადაა ნაფიქრი. რამ გამოიწვია თავშეკავება? ერთი მხრივ ისინი, ვინ ზამთარში ბევრ ტრანსფერებს ახორციელებენ, ან ზაფხულში დაშვებული შეცდომების გამოსწორებას, ანაც ტრამვებისაგან გამოწვეული საკადრო პრობლემების აღმოფხვრას ცდილობენ. მეორე მხრივ: მიმდინარე სეზონის მეორე ნახევარი უჩვეულოდ ადრე იწყება. ამიტომ არ გამოვრიცხავ ერთმა ან რამდენიმე გუნდმა სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე (31.01.2018) დაიმატოს რამდენიმე ფებურთელი. მაგრამ იმ სიგიჟეების განმეორება, რომლებიც ჩაიდინეს ჰანოვერმა და გლადბახმა, გამორიცხულია. Von GREGOR RUHMÖLLER 

ბატონი ჰაინეკენი და თბილი ფეხსაცმელი

Image
2011 წლის 16 თებერვალია, მეტალისტისა და ლევერკუზენის შეხვედრამდე ერთი დღე რჩება. ხარკოვში პრესკონფერენცია მიმდინარეობს, თარჯიმანი ცოტა არ იყოს აღელვებული ჩანს. იგი იუპ ჰაინკესს წამდაუწუმ "ბატონ ჰაინეკენად" მოიხსენიებს. პრესკონფერენციაზე ჰაინკესის გვერდით ლევერკუზენის მცველი მანუელ ფრიდრიხი ზის. იგი თარჯიმანს სიცილით მიმართავს: "ჰაინეკენი ლუდია, ხოლო ჩემს გვერდით კი ჩვენი მწვრთნელი ზის!" ჰაინკესმა თარჯიმანს გახედა და შესთავაზა: "შეგიძლია დონ იუპი დამიძახო". დაუვიწყარი..... პარასკევს ჰაინკესი კიდევ ერთხელ ესტუმრება თავისთვის კარგად ნაცნობ "ბაი არენას". იგი ლევერკუზენს 2009-2011 წლებში წვრთნიდა და გუნდთან ერთად  ბუნდესლიგაში შესაბამისად მე-4 და მე-2 ადგილები დაიკავა. "ბილდმა" გაიხსენა მისი სახალისო მომენტები ლევერკუზენში მოღვაწეობის პერიოდში. შესვენება ჰიპიასთვის ლივერპულის ლეგენდა სამი ჰიპია 2009-2011 წლებში ლევერკუზენში თამაშობდა. ამ ორი წლის განმავლობაში იგი იუპისათვის უმნიშვნელოვანესი მოთამაშე იყო. ფინელს პრაქტიკულად ყოველ ხუთშაბა

ნაკლები დე იონგი, მეტი კოუტინიო!

Image
ვისაც სურს, ბაიერნი მომდევნო 100 წლის განმავლობაში კვლავ გახდეს გერმანიის ჩემპიონი და ჩვენი გუნდები ევროთასებზე ისევ მრავალგზის შერცხვნენ, შეუძლია ამ სტრიქონების კითხვა აღარ გააგრძელოს. ასევე მათაც, ვინც ფიქრობთ, რომ ბუნდესლიგაში მაყურებელთა დასწრების მაღალი პროცენტული მაჩვენებელი კარგი საბუთია საფეხბურთო ხარისხისა. ასეთი კომენტარი კეთდება იმისთვის, რათა ბუნდესლიგა გამოვიდეს თავისი კომფორტის ზონიდან. მეტი ინოვაცია! მეტი განვითარება! ნაკლები თვითკმაყოფილება! ძალიან ბევრი კომფორტულადაა მოკალათებული საკუთარ მაღალანაზღაურებად სამსახურში და ელოდება, რომ მოლაპარაკებების წარმოების გენიოსი კრისტიან საიფერტი (გერმანიის საფეხბურთო ლიგის თავმჯდომარე) გამოვა სატელევიზიო გადაცემაში და გააკეთებს მორიგ განცხადებას. სინამდვილეში ეს განცხადება მორიგი საშუალო დონის მოთამაშის დამატებას ნიშნავს. საკმაოდ მარტივია: თუ ბუნდესლიგას სურს სხვა ლიგებთან კონკურენტუნარიანი გახდეს, მაშინ მოუწევს გადახედოს "50+1" სისტემას. თითოეულ გუნდს უნდა ჰქონდეს მინიმუმ იმის შესაძლებლობა, აირჩიოს ინვესტორი. ძლიე

შეძლებს ორიჯი გომესის ჩანაცვლებას?

Image
 ვოლფსბურგის სუპერვარსკვლავი მარიო გომესი (32) შტუტგარტში გადავიდა. მისი შემცვლელი კი ლივერპულიდან განათხოვრებული დივოკ ორიჯია (22), რომელსაც არც თუ ისე მარტივი მისია ეკისრება: რაც შეიძლება ბევრი ქულა მოუტანოს ვოლფსბურგს და გუნდს მარიო გომესის წასვლა არ დაატყოს. თავისი ნიჭიერება ბელგიელმა შემტევმა პირველ წრეშიც დაგვანახა. მიმდინარე სეზონში ვოლფსბურგის მაისურით მან მხოლოდ 4 გოლი გაიტანა, თუმცა ეს მისი შესაძლებლობების მხოლოდ მცირე ნაწილს განეკუთვნება. გომესის წასვლის შემდეგ გაიზრდება როგორც მისი პასუხისმგებლობა, ასევე სათამაშო დროც. მარიომ იგი უკვე დაასახელა მის შემცვლელად: "მე ვხედავ, ორიჯი არის მოთამაშე, რომელსაც შეუძლია ჩემი ჩანაცვლება". შეძლებს ორიჯი მარიოს ჩანაცვლებას? ორიჯი: "მარიოსგან ბევრი რამ ვისწავლე. სირბილის ტექნიკა, ბურთთან კონტაქტი, კარზე დაგეშვა და ბურთის ბადეში გახვევა". ბელგიელზე უკვე დიდი ზეწოლაა. "ლივერპულში დიდი გამოცდილება მივიღე, რაც დამეხმარება ვიბრძოლო მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად. მე არ ვცდილობ გავხდე ახალი გომესი, უბრალოდ მსურს

"მეფე არტურო" ბაიერნში რჩება

Image
 როგორც ინგლისური "სანი" იუწყებოდა, ჩელსმა ბაიერნს ჩილელი ნახევარმცველის (30) სანაცვლოდ 37 მილიონი ევრო შესთავაზა. თუმცა ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა, იუპ ჰაინკესმა (72) ეს ინფორმაცია მტკიცედ უარყო. მწვთნელმა კვირას, კატარში ყოფნის პერიოდში შემდეგი განცხადება გააკეთა: "ბაიერნსა და ჩელსს შორის არანაირი კონტაქტი არ არსებობს. ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში არათუ არტუროს, არამედ არცერთი სხვა მოთამაშის გასხვისებას არ ვაპირებთ." კვირას ბაიერნი კატარიდან მიუნხენში დაბრუნდა. ვიდალის პერფორმანსით იუპი ძალიან კმაყოფილია, "არტურო განსაკუთრებით მოტივირებულია. იგი ჩვენთვის განსაკუთრებული მოთამაშეა, როდესაც არტურო კარგ კონდიციაში იმყოფება ჩვენ საუკეთესოები ვართ".  მაგრამ: ზაფხულში ბაიერნი შალკედან გერმანელ ნახევარმცველს, ლეონ გორეცკას სრულიად უსასყიდლოდ დაიმატებს.ეს ინფორმაცია ოფიციალურადაა დადასტურებული. ისმის კითხვა: რას იზამს ვიდალი? სუპერვარსკვლავს "წითლებთან" კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. თუ ბაიერნი 2019 წლის ზაფხულამდე ვიდალს გაყიდ

ტრამვირებულთა ტოპ 11

Image
ბუნდესლიგის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გამოაქვეყნა ტრამვირებულ ფეხბურთელთა საუკეთესო თერთმეტეული. იგი ასე გამოიყურება:                                      

გერმანიის თასი: ბაიერნი პადერბორნში მიემგზავრება, ფრანკფურტს რაინ-მაინის დერბი ელის.

Image
კვირა საღამოს გერმანიის თასის მეოთხედფინალის კენჭისყრა გაიმართა. ბაიერნი მესამელიგელ პადერბონს დაუპირისპირდება, ხოლო დანარჩენი სამი წყვილი კი პირველი ბუნდესლიგის წარმომადგენლების ჯახია. შეხვედრები 6 და 7 დეკემბერს შედგება. ფრანკფურტის აინტრახტი - მაინცი ბაიერ ლევერკუზენი - ვერდერი პადერბორნი - ბაიერნი შალკე - ვოლსბურგი