შეძლებს ორიჯი გომესის ჩანაცვლებას?



 ვოლფსბურგის სუპერვარსკვლავი მარიო გომესი (32) შტუტგარტში გადავიდა. მისი შემცვლელი კი ლივერპულიდან განათხოვრებული დივოკ ორიჯია (22), რომელსაც არც თუ ისე მარტივი მისია ეკისრება: რაც შეიძლება ბევრი ქულა მოუტანოს ვოლფსბურგს და გუნდს მარიო გომესის წასვლა არ დაატყოს. თავისი ნიჭიერება ბელგიელმა შემტევმა პირველ წრეშიც დაგვანახა. მიმდინარე სეზონში ვოლფსბურგის მაისურით მან მხოლოდ 4 გოლი გაიტანა, თუმცა ეს მისი შესაძლებლობების მხოლოდ მცირე ნაწილს განეკუთვნება. გომესის წასვლის შემდეგ გაიზრდება როგორც მისი პასუხისმგებლობა, ასევე სათამაშო დროც. მარიომ იგი უკვე დაასახელა მის შემცვლელად: "მე ვხედავ, ორიჯი არის მოთამაშე, რომელსაც შეუძლია ჩემი ჩანაცვლება". შეძლებს ორიჯი მარიოს ჩანაცვლებას? ორიჯი: "მარიოსგან ბევრი რამ ვისწავლე. სირბილის ტექნიკა, ბურთთან კონტაქტი, კარზე დაგეშვა და ბურთის ბადეში გახვევა". ბელგიელზე უკვე დიდი ზეწოლაა. "ლივერპულში დიდი გამოცდილება მივიღე, რაც დამეხმარება ვიბრძოლო მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად. მე არ ვცდილობ გავხდე ახალი გომესი, უბრალოდ მსურს ვიყო მუმივად კარგ ფორმაში და წარმატება მოვუტანო ჩემს კლუბს". 
  როგორც ვხედავთ ახალგაზრდა თავდამსხმელი მოტივაციის ნაკლებობას ნამდვილად არ უჩივის. მას ძალიან სურს 2018 წლის ზაფხულში მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში. თუმცა ბელგიის ნაკრებში კონკურენცია დიდია (რომელუ ლუკაკუ-85 მილიონი ევრო, დრის მერტენსი-32 მილიონი ევრო). დაბრუდნება თუ არა ბელგიელი ზაფხულში ვოლფსბურგში? - "შეუძლებელი არაფერია, მე ყველაფრისთვის მზად ვარ".
 პ.ს. ტრამვების გამო კამაჩო (მუხლი) და ბრუკსი (მუხლი) ჯერჯერობით ვერ ვარჯიშობენ.

Comments

Popular posts from this blog

წლის საუკეთესო გერმანელი ფეხბურთელი (1960 წლიდან)

ბატონი ჰაინეკენი და თბილი ფეხსაცმელი

გერმანიის თასი: ბაიერნი პადერბორნში მიემგზავრება, ფრანკფურტს რაინ-მაინის დერბი ელის.