"მეფე არტურო" ბაიერნში რჩება

 როგორც ინგლისური "სანი" იუწყებოდა, ჩელსმა ბაიერნს ჩილელი ნახევარმცველის (30) სანაცვლოდ 37 მილიონი ევრო შესთავაზა. თუმცა ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა, იუპ ჰაინკესმა (72) ეს ინფორმაცია მტკიცედ უარყო. მწვთნელმა კვირას, კატარში ყოფნის პერიოდში შემდეგი განცხადება გააკეთა: "ბაიერნსა და ჩელსს შორის არანაირი კონტაქტი არ არსებობს. ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში არათუ არტუროს, არამედ არცერთი სხვა მოთამაშის გასხვისებას არ ვაპირებთ." კვირას ბაიერნი კატარიდან მიუნხენში დაბრუნდა. ვიდალის პერფორმანსით იუპი ძალიან კმაყოფილია, "არტურო განსაკუთრებით მოტივირებულია. იგი ჩვენთვის განსაკუთრებული მოთამაშეა, როდესაც არტურო კარგ კონდიციაში იმყოფება ჩვენ საუკეთესოები ვართ".
 მაგრამ: ზაფხულში ბაიერნი შალკედან გერმანელ ნახევარმცველს, ლეონ გორეცკას სრულიად უსასყიდლოდ დაიმატებს.ეს ინფორმაცია ოფიციალურადაა დადასტურებული. ისმის კითხვა: რას იზამს ვიდალი? სუპერვარსკვლავს "წითლებთან" კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. თუ ბაიერნი 2019 წლის ზაფხულამდე
ვიდალს გაყიდის, მომავალი ინვესტიციებისათვის კარგი თანხის მოგროვება შეეძლება.
 ჰაინკესმა ასევე ისაუბრა არიენ რობენსა (33) და ფრენკ რიბერიზე (34). მათი კონტრაქტები მიმდინარე წლის ზაფხულში იწურება. ჰაინკესი: " მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ ისინი შეძლებენ კარგ დაბრუნებას. რა მოხდება შემდეგ, ეს უკვე არა ჩემი, არამედ კლუბის გადასაწყვეტია.
 ბაიერნი პარასკევს (23:30 სთ.) ბუნდესლიგის ეგიდით ლევერკუზენს შეხვდება. ტრამვების გამო გუნდს რობერტ ლევანდოვსკი (29/მუხლის ტრამვა) და მატს ჰუმელსი (29/ადუქტორის ტრამვა) დააკლდებიან. ასევე საეჭვოა ჯოშუა კიმიხის (22) თამაშიც, რომელსაც ბარძაყის ტრამვა აწუხებს. გერმანიის ნაკრების მცველმა "ბილდს" განუცხადა: "სამშაბათიდან შემეძლება გუნდთან ერთად ვივარჯიშო, თუმცა არამგონია ეს ლევერკუზენის წინააღმდეგ სათამაშოდ საკმარისი აღმოჩნდეს."
 სხვათაშორის: ბაიერნმა თავისი მოსამზადებელი წვრთნები კატარში ჩაატარა, სადაც ადგილობრივ "ალ აჰლისთან" ამხანაგური შეხვედრა გამართა და დიდი ანგარიშით (6-0) გაიმარჯვა. რობენისა და ახალწვეული სანდრო ვაგნერის (30) გარდა, მეტოქე კინგსლი კომანმა, ტოლისომ, ნიკოლას დორშმა და ზიულემ დაამწუხრეს. სამშაბათს (20:00 სთ.) ტესტ-მატჩში ბაიერნი ალიანს არენაზე მესამელიგელ  "გროსასპახს" დაუხვდება.

Comments

Popular posts from this blog

წლის საუკეთესო გერმანელი ფეხბურთელი (1960 წლიდან)

ბრძოლა და სანახაობა. ბუნდესლიგა ბრუნდება!