ნაკლები დე იონგი, მეტი კოუტინიო!


ვისაც სურს, ბაიერნი მომდევნო 100 წლის განმავლობაში კვლავ გახდეს გერმანიის ჩემპიონი და ჩვენი გუნდები ევროთასებზე ისევ მრავალგზის შერცხვნენ, შეუძლია ამ სტრიქონების კითხვა აღარ გააგრძელოს. ასევე მათაც, ვინც ფიქრობთ, რომ ბუნდესლიგაში მაყურებელთა დასწრების მაღალი პროცენტული მაჩვენებელი კარგი საბუთია საფეხბურთო ხარისხისა. ასეთი კომენტარი კეთდება იმისთვის, რათა ბუნდესლიგა გამოვიდეს თავისი კომფორტის ზონიდან. მეტი ინოვაცია! მეტი განვითარება! ნაკლები თვითკმაყოფილება!

ძალიან ბევრი კომფორტულადაა მოკალათებული საკუთარ მაღალანაზღაურებად სამსახურში და ელოდება, რომ მოლაპარაკებების წარმოების გენიოსი კრისტიან საიფერტი (გერმანიის საფეხბურთო ლიგის თავმჯდომარე) გამოვა სატელევიზიო გადაცემაში და გააკეთებს მორიგ განცხადებას. სინამდვილეში ეს განცხადება მორიგი საშუალო დონის მოთამაშის დამატებას ნიშნავს.

საკმაოდ მარტივია: თუ ბუნდესლიგას სურს სხვა ლიგებთან კონკურენტუნარიანი გახდეს, მაშინ მოუწევს გადახედოს "50+1" სისტემას. თითოეულ გუნდს უნდა ჰქონდეს მინიმუმ იმის შესაძლებლობა, აირჩიოს ინვესტორი. ძლიერი საფეხბურთო კულტურა დღეს ამის გარეშე წარმოუდგენელია.

ფაქტი ერთია: დე იონგი კოუტინიოს ნაცვლად -  ასე გაგრძელება აღარ შეიძლება.
                                                                                                                     
                                                                                                                   Von Matthias Brügelmann

Comments

Popular posts from this blog

წლის საუკეთესო გერმანელი ფეხბურთელი (1960 წლიდან)

ბატონი ჰაინეკენი და თბილი ფეხსაცმელი

გერმანიის თასი: ბაიერნი პადერბორნში მიემგზავრება, ფრანკფურტს რაინ-მაინის დერბი ელის.