გახსოვთ 2004 წლის ზამთარი? როდესაც რალფ რანგნიკის მიერ დამოძღვრილმა ჰანოვერმა ერთბაშად 5 ახალი ფეხბურთელი დაიმატა. ანაც მომდევნო წელი, როცა დიკ ადვოკაატის გლადბახი არც მეტი, არც ნაკლები, ერთდროულად 7 ფებურთელით შეივსო. გიჟური ზამთრის პერიოდები იდგა. მიმდიდანრე სეზონი შედარებით მშვიდად მიმდინარეობს. მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ბუნდესლიგის კლუბებმა ახალი ფეხბურთელების დასამატებლად, 30 მილიონ ევროზე ნაკლები დახარჯეს. თითქმის ყველა ტრანსფერზე საფუძვლიანადაა ნაფიქრი. რამ გამოიწვია თავშეკავება? ერთი მხრივ ისინი, ვინ ზამთარში ბევრ ტრანსფერებს ახორციელებენ, ან ზაფხულში დაშვებული შეცდომების გამოსწორებას, ანაც ტრამვებისაგან გამოწვეული საკადრო პრობლემების აღმოფხვრას ცდილობენ. მეორე მხრივ: მიმდინარე სეზონის მეორე ნახევარი უჩვეულოდ ადრე იწყება. ამიტომ არ გამოვრიცხავ ერთმა ან რამდენიმე გუნდმა სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე (31.01.2018) დაიმატოს რამდენიმე ფებურთელი. მაგრამ იმ სიგიჟეების განმეორება, რომლებიც ჩაიდინეს ჰანოვერმა და გლადბახმა, გამორიცხულია. Von GREGOR RUHMÖLLER...
როგორც ინგლისური "სანი" იუწყებოდა, ჩელსმა ბაიერნს ჩილელი ნახევარმცველის (30) სანაცვლოდ 37 მილიონი ევრო შესთავაზა. თუმცა ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა, იუპ ჰაინკესმა (72) ეს ინფორმაცია მტკიცედ უარყო. მწვთნელმა კვირას, კატარში ყოფნის პერიოდში შემდეგი განცხადება გააკეთა: "ბაიერნსა და ჩელსს შორის არანაირი კონტაქტი არ არსებობს. ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში არათუ არტუროს, არამედ არცერთი სხვა მოთამაშის გასხვისებას არ ვაპირებთ." კვირას ბაიერნი კატარიდან მიუნხენში დაბრუნდა. ვიდალის პერფორმანსით იუპი ძალიან კმაყოფილია, "არტურო განსაკუთრებით მოტივირებულია. იგი ჩვენთვის განსაკუთრებული მოთამაშეა, როდესაც არტურო კარგ კონდიციაში იმყოფება ჩვენ საუკეთესოები ვართ". მაგრამ: ზაფხულში ბაიერნი შალკედან გერმანელ ნახევარმცველს, ლეონ გორეცკას სრულიად უსასყიდლოდ დაიმატებს.ეს ინფორმაცია ოფიციალურადაა დადასტურებული. ისმის კითხვა: რას იზამს ვიდალი? სუპერვარსკვლავს "წითლებთან" კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. თუ ბაიერნი 2019 წლის ზაფხულამდე ვიდალს გაყიდ...
მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატმა ბუნდესლიგის წლევამდელ გათამაშებას თავისი კვალი უკვე დაატყო. აუცილებელი გახდა სეზონის დროულად დასრულება, რათა ბუნდესნაკრებმა სრულყოფილი მოსამზადებელი ეტაპის გამართვა შეძლოს. სწორედ ამის გამო გამოვიდა ზამთის პაუზა ასე მოკლე. პარასკევს, 23:30 -ზე, 25 დღიანი პაუზის შემდეგ ბუნდესლიგის მეორე წრე ლევერკუზენისა და ბაიერნის შეხვედრით გაიხსნება. ბაიერნი მეორე ადგილოსან შალკეს - 11, ხოლო მეოთხე ადგილოსან ლევერკუზენს კი 13 ქულით უსწრებს. "ბაი არენაზე" მოგების შემთხვევაში ბავარიელები ჩემპიონობისაკენ კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს გადადგამენ, ხოლო ლევერკუზენს წაგება არც ისე კარგ მდგომარეობაში ჩააგდებს. მე-5 და მე-6 ადგილოსან ლაიფციგსა და მიონხენგლადბახს, ლევერკუზენის დარად 28 ქულა აქვთ დაგროვილი, ისინი ბაიერს მხოლოდ ბურთების სხვაობით ჩამორჩებიან.არც ფრანკფურტის აინტრახტი და ჰოფენჰაიმი( 26 ქულა) მისცემენ ლევერკუზენს მოდუნების საშუალებას. მიუნხენელთა მთავარი მწვთვნელის, იუპ ჰაინკესის "ბაი არენაზე" დაბრუნება დიდ ინტერესს იწვევს. იგი ლევერკუზენს...
Comments
Post a Comment