ბატონი ჰაინეკენი და თბილი ფეხსაცმელი


2011 წლის 16 თებერვალია, მეტალისტისა და ლევერკუზენის შეხვედრამდე ერთი დღე რჩება. ხარკოვში პრესკონფერენცია მიმდინარეობს, თარჯიმანი ცოტა არ იყოს აღელვებული ჩანს. იგი იუპ ჰაინკესს წამდაუწუმ "ბატონ ჰაინეკენად" მოიხსენიებს. პრესკონფერენციაზე ჰაინკესის გვერდით ლევერკუზენის მცველი მანუელ ფრიდრიხი ზის. იგი თარჯიმანს სიცილით მიმართავს: "ჰაინეკენი ლუდია, ხოლო ჩემს გვერდით კი ჩვენი მწვრთნელი ზის!" ჰაინკესმა თარჯიმანს გახედა და შესთავაზა: "შეგიძლია დონ იუპი დამიძახო". დაუვიწყარი.....

პარასკევს ჰაინკესი კიდევ ერთხელ ესტუმრება თავისთვის კარგად ნაცნობ "ბაი არენას". იგი ლევერკუზენს 2009-2011 წლებში წვრთნიდა და გუნდთან ერთად  ბუნდესლიგაში შესაბამისად მე-4 და მე-2 ადგილები დაიკავა. "ბილდმა" გაიხსენა მისი სახალისო მომენტები ლევერკუზენში მოღვაწეობის პერიოდში.

შესვენება ჰიპიასთვის
ლივერპულის ლეგენდა სამი ჰიპია 2009-2011 წლებში ლევერკუზენში თამაშობდა. ამ ორი წლის განმავლობაში იგი იუპისათვის უმნიშვნელოვანესი მოთამაშე იყო. ფინელს პრაქტიკულად ყოველ ხუთშაბათს ნება ეძლეოდა გამოეტოვებინა ვარჯიში და დაესვენა.

სიცივის წინააღმდეგ
ტრანდჰაიმში ბაიერს თამაში თოვლსა და  -19 გრადუსში მოუწია. ჰაინკესი ყველაზე უკეთ მომზადებული გამოდგა ნორვეგიაში "ყინულოვანი მოგზაურობისათვის" . მან წინდაწინვე იზრუნა თბილი ჩექმების შეძენისათვის. მწარე გამოცდილება სხვებმაც გაითვალისწინეს და უკვე ხარკოვში ჩაფრენისას ყველა იუპის მსგავსად იყო შემოსილი.

Comments

Popular posts from this blog

წლის საუკეთესო გერმანელი ფეხბურთელი (1960 წლიდან)

გერმანიის თასი: ბაიერნი პადერბორნში მიემგზავრება, ფრანკფურტს რაინ-მაინის დერბი ელის.