Posts

Showing posts from July, 2017

დღეს II ბუნდესლიგა იწყება

Image

წლის საუკეთესო გერმანელი ფეხბურთელი (1960 წლიდან)

Image
კიკერის ყოველწლირი გამოკითხვა 1960 წლიდან ტარდება გერმანელ სპორტულ ჟურნალისტებში. 1960 წელს პირველი ჯილდო ერგო უვ ზელერს (ჰამბურგი). წელი მოთამაშე გუნდი 2017 Philipp Lahm Bayern München 2016 Jerome Boateng Bayern München 2015 Kevin De Bruyne VfL Wolfsburg 2014 Manuel Neuer Bayern München 2013 Bastian Schweinsteiger Bayern München 2012 Marco Reus Bor. M'gladbach 2011 Manuel Neuer Schalke 04 2010 Arjen Robben Bayern München 2009 Grafite VfL Wolfsburg 2008 Franck Ribery Bayern München 2007 Mario Gomez VfB Stuttgart 2006 Miroslav Klose Werder Bremen 2005 Michael Ballack Bayern München 2004 Ailton Werder Bremen 2003 Michael Ballack Bayern München 2002 Michael Ballack Bayer Leverkusen 2001 Oliver Kahn Bayern München 2000 Oliver Kahn Bayern München 1999 Lothar Matthäus Bayern München 1998 Oliver Bierhoff Udinese Calcio 1997 Jürgen Kohler Borussia Dortmund 1996 Matthias Sammer Borussia Dortmund 1995 Matthias Sammer Borussia Dortmund 199

ევრო 2017 : ქალები. გერმანია-შვედეთი

Image
                                 უგოლო ფრე      17 ივლისს ბრედის "რატ ვერლეგ სტადიუმზე" ერთმანეთს გერმანიისა და შვედეთის ქალთა ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდნენ. თამაშის მიმდინარეობიდან გამომდინარე ორივე ნაკრებს მოგების თანაბარი შანსი ჰქონდა. "გერმანიამ ერთი ქულა მოიპოვა, თუ ორი ქულა დაკარგა?"- ასე იწყებს თავის დღევანდელ მიმოხილვას "კიკერი". მიუხედავად იმისა, რომ მატჩი უგოლოდ დასრულდა, მაყურებელმა მაინც მაღალი დონის და თვალსასეირო შეხვედრა იხილა. აშკარაა, რომ ეს ორი ნაკრები თავიანთი სათამაშო კლასითა და გუშინდელი ნაჩვენები თამაშით ტურნირის ფავორიტებად უნდა მივიჩნიოთ.        "სუპერ დაძაბული მატჩი გამოვიდა, მოწინააღმდეგის მსგავსად, ჩვენი დამცველებიც სრულიად მობილიზირებულნი იყვნენ"-ასე შეაფასა თამაში გერმანელთა დამრიეგებლმა შტეფი ჯონსმა.  თავისი ნაკრების მეორე ტაიმში უკეთ ათამაშება სტეფი გრაფმა დადებითად შეაფასა : "დიახ, ჩვენ მეორე ტაიმში გაცილებით უკეთ გავისარჯეთ, მაგრამ სამწუხაროდ საგოლე მომენტების გამოყენება ვერ შევძელით".  

ევროპის ჩემპიონატი 2017 : ქალები.

Image
     16 ივლისს სტარტი აიღო ქალების ევროპის საფებურთო ჩემპიონატმა. ტურნირი 16-დან 6 აგვისტოს ჩათვლით ნიდერლანდების სხვადასხვა ქალაქში გაიმართება. წინა ტურნირებისაგან განსხვავებით ეს ტურნირი ახალი ფორმატით იმუშავებს - წელს უმაღლეს საფეხბურთო ფორუმზე 12 გუნდის ნაცვლად 16 გუნდი იასპარეზებს. უკვე გაიმართა ა ჯგუფის პირველი ტურის ორი შეხვედრა. ტურნირის მასპინძელმა ნიდერლანდებმა საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში სძლია 2013 წლის ფინალოსან ნორვეგიის ნაკრებს. თუმცა უნდა ითქვას, რომ მასპინძლები თითქმის მთელი მატჩის განმავლბაში ფლობდნენ უპირატესობას და ნორვეგიამ ძალიან ცოტა მომენტების შექმნა მოახერხა. მატჩის ერთადერთი გოლი მატჩის 66-ე  წუთზე ვან დე სანდენმა გაიტანა. ძალიან კარგი მატჩი გამოუვიდა ჰოლანდიელ თავდამსხმელ ვივიან მიედემას, რომელიც არსენალის წევრია.      დანიისა და ბელგიის დაპირისპირებაც  ზემოთ თქმული მატჩის მსგავსად ძალიან დაძაბული გამოვიდა. მიუხედავად მარცხისა, ბელგიას უამრავი მომენტი ჰქონდა და თავისუფლად შეეძლო ფრეს მაინც გამორჩენოდა.  ბელგიის გულშემატკივრებს ალბათ ბევრი ხანი არ დაავიწყდებათ მათ