ბრძოლა და სანახაობა. ბუნდესლიგა ბრუნდება!

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატმა ბუნდესლიგის წლევამდელ გათამაშებას თავისი კვალი უკვე დაატყო. აუცილებელი გახდა სეზონის დროულად დასრულება, რათა ბუნდესნაკრებმა სრულყოფილი მოსამზადებელი ეტაპის გამართვა შეძლოს. სწორედ ამის გამო გამოვიდა ზამთის პაუზა ასე მოკლე.

პარასკევს, 23:30 -ზე, 25 დღიანი პაუზის შემდეგ ბუნდესლიგის მეორე წრე ლევერკუზენისა და ბაიერნის შეხვედრით გაიხსნება. ბაიერნი მეორე ადგილოსან შალკეს - 11, ხოლო მეოთხე ადგილოსან ლევერკუზენს კი 13 ქულით უსწრებს. "ბაი არენაზე" მოგების შემთხვევაში ბავარიელები ჩემპიონობისაკენ კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს გადადგამენ, ხოლო ლევერკუზენს წაგება არც ისე კარგ მდგომარეობაში ჩააგდებს. მე-5 და მე-6 ადგილოსან ლაიფციგსა და მიონხენგლადბახს, ლევერკუზენის დარად 28 ქულა აქვთ დაგროვილი, ისინი ბაიერს მხოლოდ ბურთების სხვაობით ჩამორჩებიან.არც ფრანკფურტის აინტრახტი და ჰოფენჰაიმი( 26 ქულა) მისცემენ ლევერკუზენს მოდუნების საშუალებას. მიუნხენელთა მთავარი მწვთვნელის, იუპ ჰაინკესის "ბაი არენაზე" დაბრუნება დიდ ინტერესს იწვევს. იგი ლევერკუზენს 2009-2011 წლებში წვრთნიდა. ამ წლებში იუპმა ბუნდესლიგაში კლუბს მე-4 და მე-2 ადგილები დააკავებინა. შეხვედრის უდავო ფავორიტი ბაიერნია, თუმცა ზამთრის პაუზის დროს ლევერკუზენმა ძალების აღდგენა კარგად მოახერხა. ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ბაიერნისათვის ბოლო წლებია "ბაი არენის" წინააღმდეგობა არც თუ ისე მარტივი გადასალახია, მეტიც - ამ გუნდების ბოლო 8 საბუნდესლიგო შეხვედრიდან ლევერკუზენმა შინ მხოლოდ ერთხელ დათმო(2013), 2-ჯერ მოიგო, ხოლო 5 შეხვედრა კი ფრედ დასრულდა.  ვნახოთ რა სიახლესა თუ ინოვაციას დაუპირისპირებს ლევერკუზენის 46 წლის დამრიგებელი ჰაიკო ჰერლიში მრავლის მნახველ ჰაინკესს(72 წ.). ლევერკუზენს არცერთი ტრამვირებული ფეხბურთელი არ ყავს და მატჩს სრული მზადყოფნით ხვდება. "წითლების" ბანაკში ტრამვები მოიშუშეს და თითქმის 100%-ით ითამაშებენ, ბოატენგი, რობენი და რიბერი (კიმიხის თამაში კითხვის ნიშნის ქვეშაა, თუმცა ტრამვა მანაც მოიშუშა). ტრამვების გამო გუნდს მატს ჰუმელსი, რობერტ ლევანდოვსკი და ტიაგო ალკანტარა დააკლდებიან. არტურო ვიდალს 4 ყვითელი ბარათი დაუგროვდა, რის გამოც ლევერკუზენთან შეხვედრაში სიფრთხილე მართებს. სიყრმის გუნდს დაუბრუნდა სანდრო ვაგნერი, რომელიც ბაიერნმა ჰოფენჰაიმიდან შეიძინა. ლევანდვოვსკის ტრამვის გამო, მას საკმაოდ კარგი შანსი აქვს მატჩი სასტარტო 11-ეულში დაიწყოს. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს 190 სახელმწიფოში მიადევნებენ თვალს.


                                 Leon Bailey vs. Arjen Robben

ნებისმიერი საფეხბურთო პროტაგონისტიც კი ეჭვის გარეშე გამოარჩევს არიენ რობენსა და ლეონ ბაილის.ბაილი ბილდმა პირველი წრის საუკეთესო მოთამაშედ აღიარა. იგი ნამდვილი აღმოჩენაა არამარტო ბუნდესლიგის, არამედ მთლიანად საფეხბურთო სამყაროსი. 20 წლის შემტევი ლევერკუზენში 2017 წელს გენკიდან გადავიდა და საერთოდ არ გასჭირვებია ბუნდესლიგასთან აკლიმატიზაცია. იამაიკელი ტალანტის მონაგარი მიმდინარე სეზონში ასეთია: 14 ბუნდესლიგის შეხვედრა, 6 გოლი და 4 საგოლე გადაცემა.

არიენ რობენის შესაძლებლობები ძალიან კარგადაა ცნობილი. "შუშის კაცს" ბაიერნის შემადგენლობაში მართლაც ფენომენალური შედეგი აქვს ნაჩვენები, კერძოდ: "წითლებში" ნათამაშები 274 შეხვედრიდან მონაწილეობა 234 საგოლე მომენტში აქვს მიღებული. მათგან 93 გოლი კი თვითონ გაიტანა. გოლების ეს მაჩვენებელი საუკეთესოა ბაიერნის უცხოელ მოთამაშეებს შორის. ტრამვის გამო რობენმა პირველი წრის ბოლო 7 შეხვედრა გამოტოვა. თუმცა დღევანდელ დაპირიპირებას სრულიად საბრძოლო განწყობით ხვდება.




საინტერესო ფაქტები


პირველი მატჩი

ბაიერნსა და ლევერკუზენს შორის პირველი შეხვედრა 1979 წლის 11 აგისტოს გაიმართა. მიუხენელებმა ბერნდ დიურნბერგერის, კარლ ჰაინც რუმენიგესა და ნორბერტ იანზონის გოლებით 3-1 გაიმარჯვეს. ლევერკუზენის მხრიდან თავი დიტმარ დემუტმა გამოიჩინა. 1980 წლის 19 იანვარს, მეორე წრის შეხვედრაში ლევერკუზენმა ბუნდესლიგის მასშტაბით ბაიერნის წინააღმდეგ თავისი პირველი გამარჯვება მოიპოვა: 1-0. ბაიერნი კვლავ დიტმარ დემუტმა დაამწუხრა.

კირსტენის ჰეთ-თრიკი
ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მატჩი 1997 წლის 30 ნოემბერს შედგა. ლევერკუზენი მე-15 ტურის მატჩში ბაიერნს მასპინძლობდა. უკვე 24 წუთისათვის ბაიერნი 0-2 დაწინაურდა: გოლები ჯოვანი ელბერმა და კარსტენ იანკერმა გაიტანეს, ორივემ თავური დარტყმით. ლევერკუზენის გასაჭირს ისიც დაემატა, რომ 33-ე წუთზე კაცნაკლული დარჩა, არბიტრმა ბერნ ჰეინემანმა კრისტიან ვიორნს მოედანი დროზე ადრე დაატოვებინა. "რაინ-ვესფალელები" თითქოსდა განწირულნი იყვნენ, მაგრამ - 45 წუთზე იან ჰაინცემ ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა, მეორე ტაიმში კი სასწაული მოხდა, ლევერკუზენის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ულფ კირსტენმა საოცრდ ითამაშა და ჰეთ-თრიკი შეასრულა. 10 კაციანმა ლევერკუზენმა კი ნამდვილი გერმანული ხასიათი გამოავლინა.



ბოლო ტური და ხელიდან გაშვებული ჩემპიონობა

ეს ტური ბუნდესლიგის გამობრძედილ გულშემატკივრებს ყველაზე კარგად ახსოვთ.  1999-2000 წლების სეზონში, ბოლო ტურის წინ ლევერკუზენს - 73, ხოლო ბაიერნს კი 70 ქულა ჰქონდა მოგროვილი. "წითლები" შინ ვერდერს დაუხვდა, ხოლო ლევერკუზენი კი მიუნხენში ჩავიდა, სადაც ადგილობრივ გუნდს, უნთერჰაჩინგს დაუპირისპირდა. რაღა თქმა უნდა, ორივე მატჩი პარალელურად მიმდინარეობდა. ლევერკუზენის დამრიგებელს, კრისტოფ დაუმს თასი უკვე თავისი ეგონა. მაგრამ მოვლენები სულ სხვაგვარად განვითარდა: მიხაელ ბალაკმა ბურთი საკუთარ კარში გაახვია, ხოლო მეორე გოლი კი მიხაელ ობერლაიტნერის ანგარიშზეა, 2-0. ლევერკუზენმა თავისი არსებობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული მარცხი იწვნია. ბაიერნი უკვე მე-12 წუთისათვის 2-0 იგებდა. საბოლოოდ მიუნხენელებს გამარჯვების მოპოვება არ გასჭირვებიათ, 3-1 (კარსტენ იანკერმა -1, ხოლო პაულო სერჟიომ, რომელიც 4 წელი ლევერუზენში თამაშობდა, 2 გოლი მიითვალა. ვერდერის მხრიდან ანგარიში მარკო ბოდემ შეამცირა). 73 ქულითა და ბურთების უკეთესი მაჩვენებლით ბაიერნი ჩემპიონი გახდა. მიუნხენელთა მთავარი მწვრთნელი ოტმარ ჰიტცფელდი კი ამაყად დააბიჯებდა სტადიონზე და თავის შეგირდებს კოცნით აჯილდოებდა. ასეც ხდება ხოლმე...




ფელდჰოფის გალა
ეს მის კარიერაში ალბათ მისი საუკეთესო თამაში იყო. 1997 წლის 9 მარტს ლევერკუზენმა ბაიერნი 5-2 დაამარცხა, ხოლო 3 გოლით კი მარკუს ფელდჰოფი გამოირჩა. პაულო სერჟიომ, რენე რიდლევიჩმა და მარკუს ფელდჰოფმა იზრუნეს იმისათვის, რომ ლევერკუზენი შესვენებამდე 3-0 დაწინაურებულიყო. მეორე ტაიმშიკრისტიან ნერლინგერმა და მარიო ბასლერმა ანგარიში 3-2 გახადეს. მაგრამ ტაიმის მიწურულს ფელდჰოფმა კიდევ ორი გოლი შეაგდო და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა: 5-2.





ფაქტები:
    1. ლევერკუზენს ყველაზე მეტჯერ წაგება (45) და გაშვებული გოლები (144) ბაიერნთან აქვს.

      *** ლევერკუზენი ბაიერნის წინააღმდეგ ყველაზე დიდი ანგარიშით 1982 წლის 4 სექტემბერს დამარცხდა 0-5. საერთოდ ამ ანგარიშით ლევერკუზენი თავისი არსებობის ისტორიაში სულ სამჯერ დამარცხებულა.

      *** ლევერკუზენმა ბაიერნის წინააღმდეგ შეხვედრებში მოედანი უგოლოდ 23-ჯერ დატოვა. ყველაზე მეტჯერ, ვიდრე ნებისმიერ სხვა კლუბთან.

      *** ამ გუნდების შეხვედრების ისტორიაში ბაიერნმა 14 პენალტი მოიპოვა, ხოლო ლევერკუზენმა კი მხოლოდ 4.

      *** კევინ ფოლანდს ბაიერნის წინააღმდეგ არასოდეს გაუმარჯვია (2 ფრე, 9 წაგება).

      *** კარიმ ბელარაბიმ თავისი პირველი საბუნდესლიგო გოლი სწორედ ბაიერნის წინააღმდეგ შეხვედრაში შეაგდო (2012 წლის 3 მარტი).

      *** ჰაიკო ჰერლიხმა მწვრთნელის რანგში ბაიერნის წინააღმდეგ ორიდან ორივე შეხვედრა წააგო (1-5 ბოხუმთან , 1-3 კი ლევერკუზენთან ერთად).
      *** ლევერკუზენის საშინაო ბალანსი ბაიერნთან - 13 მოგება, 10 ფრე, 15 წაგება. ბურთების შეფარდება 56-54.

      ***ლევერკუზენის წინააღმდეგ ბოლო 17 ბუნდესლიგის შეხვედრიდან ბაიერნმა მხოლოდ 8 შემთხვევაში მიაღწია გამარჯვებას ( 6 ფრე, 3 წაგება). ბავარიელთა კონდიციებიდან გამომდინარე, ეს მათთვის ცუდი შედეგია.

      *** 2008-2009 წლის სეზონების შემდეგ ბაიერნს ლევერკუზენისათვის სეზონში ორივე მატჩი არ მოუგია.

      *** მატს ჰუმელსს ლევერკუზენის წინააღმდეგ 15 შეხვედრა აქვს ჩატარებული და მათგან მხოლოდ ერთხელ დამარცხდა (10 მოგება, 4 ფრე).

      *** რობერტ ლევანდოვსკიმ ლევერკუზენის წინააღმდეგ ჩატარებული 13 ბუნდესლიგის შეხვედრაში მხოლოდ 3 გოლი გაიტანა, სანდრო ვაგნერმა კი თავის ბოლო 7 შეხვედრაში ლევერკუზენის წინააღმდეგ 4-ჯერ აიღო მეტოქის კარი. 




ლევერკუზენის უკანასკნელი შეხვედრები:


06.01.2018 – ლევერკუზენი - მიუნსტერი 2-2 (ამხანაგური მატჩი)05.01.2018 – ლევერკუზენი - ფიურტი 2-1 (ამხანაგური მატჩი)20.12.2017 – გლადბახი - ლევერკუზენი 0-1 (გერმანიის თასი)17.12.2017 – ჰანოვერი - ლევერკუზენი 4-4 (ბუნდესლიგა)13.12.2017 – ლევერკუზენი - ვერდერი 1-0 (ბუნდესლიგა)


ბაიერნის უკანასკნელი შეხვედრები:



09.01.2018 – ბაიერნი - გროსასპახი 5-3 (ამხანაგური მატჩი)06.01.2018 – ალ აჰლი - ბაიერნი 0-6 (ამხანაგური მატჩი)20.12.2017 – ბაიერნი - დორტმუნდი 2-1 (გერმანიის თასი)16.12.2017 – შტუტგარტი - ბაიერნი 0-1 (ბუნდესლიგა)13.12.2017 – ბაიერნი - კიოლნი 1-0 (ბუნდესლიგა)



სავარაუდო შემდაგენლობები ("kicker"):

Comments

Popular posts from this blog

წლის საუკეთესო გერმანელი ფეხბურთელი (1960 წლიდან)

"მეფე არტურო" ბაიერნში რჩება