ევრო 2017 : ქალები. გერმანია-შვედეთი

                                 უგოლო ფრე

     17 ივლისს ბრედის "რატ ვერლეგ სტადიუმზე" ერთმანეთს გერმანიისა და შვედეთის ქალთა ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდნენ. თამაშის მიმდინარეობიდან გამომდინარე ორივე ნაკრებს მოგების თანაბარი შანსი ჰქონდა. "გერმანიამ ერთი ქულა მოიპოვა, თუ ორი ქულა დაკარგა?"- ასე იწყებს თავის დღევანდელ მიმოხილვას "კიკერი". მიუხედავად იმისა, რომ მატჩი უგოლოდ დასრულდა, მაყურებელმა მაინც მაღალი დონის და თვალსასეირო შეხვედრა იხილა. აშკარაა, რომ ეს ორი ნაკრები თავიანთი სათამაშო კლასითა და გუშინდელი ნაჩვენები თამაშით ტურნირის ფავორიტებად უნდა მივიჩნიოთ.
   

   "სუპერ დაძაბული მატჩი გამოვიდა, მოწინააღმდეგის მსგავსად, ჩვენი დამცველებიც სრულიად მობილიზირებულნი იყვნენ"-ასე შეაფასა თამაში გერმანელთა დამრიეგებლმა შტეფი ჯონსმა.  თავისი ნაკრების მეორე ტაიმში უკეთ ათამაშება სტეფი გრაფმა დადებითად შეაფასა : "დიახ, ჩვენ მეორე ტაიმში გაცილებით უკეთ გავისარჯეთ, მაგრამ სამწუხაროდ საგოლე მომენტების გამოყენება ვერ შევძელით".
     მატჩი გულშემატკივრების დიდი რაოდენობით ნამდვილად არ გამოირჩეოდა - 9,500 მაყურებელი. ბრედას სტადიონის ტევადობა 19.000-ს შეადგენს.
     შვედები მთელი მატჩის განმავლობაში დაცვაში მწყობრად და ჰარმონიულად მოქმედებდნენ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მეტოქის ნახევარზე ინტენსიურ პრესინგზე იყვნენ გადასულები. ამან კი საბოლოოდ ის გამოიწვია, რომ გერმანელებს ბურთის უმისამართოდ მოგერიება უხდებოდათ.
     "ჩვენ მოგვიწევს დემონებთან ჭიდილი", განაცხადა შვედმა ნახევარმცველმა ლოტა შელინმა, რომლმაც ასევე დასძინა: აუცილებელია ზეწოლა განვახორციელოთ მეტოქის ნახევარზე პირველივე წუთებიდანვე. და მართლაც, თამაშის მეხუთე წუთი მიმდინარეობდა როდესაც შვედებს გატანის პირველი შანსი მიეცათ: ლიზა სემმბრანტმა თავური დარტყმა გააცუდა.


     გამომდინარე იქიდან, რომ ამ ფორმაციის გერმანიის ნაკრებში რვა მოთამაშისათვის ეს პირველი დიდი ტურნირია, აშკარად იგრძნობოდა ბუნდესნაკრების მხრიდან დაძაბული და არალაღი მოქმედებები: მატჩის დასაწყისში ბურთი ნახევარმცველებამდე ან თავდამხმელებამდე რისი ვაივაგლახით აღწევდა. მეცხრე წუთზე გერმანელთა ნახევარმცველმა ჯენიფერ მაროზანმა ლინა მაგულს ძალიან ლამაზი დიაგონალური პასი გადააწოდა, ამ უკანასკნელმა კი საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც მას კრისტინ დემანი დაუხვდა და კარშიც დაარტყა, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა შვედთა კიპერი ჰედვიგ ლინდალი. პირველ ტაიმში ამის დარი საგოლე მომენტი აღარ გვინახავს. მეორე ტაიმის 65 წუთზე ბურთი მაროზანმა საჯარიმოს მისადგომებთან მიიღო, რომელიც მაშინვე გადააწოდა მისგან მარცხენა მხარეს გახსნილ მარცხენა მცველ კაროლინ სიმონს, ამ უკანასკნელმაც არ დაახანა და გამჭოლი პასი გაუშვა საჯარიმოს მიმართულებით, ბურთს ფეხი მენდი ისლაკერმა დაუხვედრა, მისმა დარტყმულმა კარის ძელს მილიმეტრებში ჩაუარა.  სამოცდამეათე წუთზე შვედთა მარცხენა მცველმა ძალიან ლამაზად  უპასა მე-11 ნომერ სტინა ბაკსტენიუსს, რომელმაც თავის მხრივ ბურთი მოხდენილი მოძრაობით გაატარა, ამ მოძრაობით დააბნია გერმანელთა მარჯვენა მცველი ბლესი, შემდეგ კი სისწრაფის ხარჯზეც დაჯაბნა იგი და მეკარესთან ფაქტობრივად ერთი-ერთზე აღმოჩნდა. გერმანელთა მეკარე შულტმა სწორად შეარჩია პოზიცია და სტინამ მას ბურთი ფეხზე გაარტყა. 71-ე წუთზე გერმანელთა ათიანმა ჯენიფერ მაროზანმა სცადა თავზე გადაეგდო ბურთი შვედთა მეკარისათვის, მაგრამ უშედეგოდ. გოლის გატანის ყველაზე რეალური მომენტი გერმანელებს 82 წუთზე ჰქონდათ. შვედთა მეკარემ საოცარი სეივი განახორციელა. ეს ის მომენტია, რომელზეც საუბარი ზედმეტია, უმჯობესია ეს სეივი ვიდეოში იხილოთ. შემდეგ მატჩს შვედები რუსეთის წინააღმდეგ 21 ივლისს  20:00- ზე გამართვენ. ხოლო გერმანელები იტალიელებს ამავე რიცხვში, 22:45-ზე დაუპირისპირდებიან.

















Comments

Popular posts from this blog

წლის საუკეთესო გერმანელი ფეხბურთელი (1960 წლიდან)

ბატონი ჰაინეკენი და თბილი ფეხსაცმელი

გერმანიის თასი: ბაიერნი პადერბორნში მიემგზავრება, ფრანკფურტს რაინ-მაინის დერბი ელის.