ევროპის ჩემპიონატი 2017 : ქალები.

     16 ივლისს სტარტი აიღო ქალების ევროპის საფებურთო ჩემპიონატმა. ტურნირი 16-დან 6 აგვისტოს ჩათვლით ნიდერლანდების სხვადასხვა ქალაქში გაიმართება. წინა ტურნირებისაგან განსხვავებით ეს ტურნირი ახალი ფორმატით იმუშავებს - წელს უმაღლეს საფეხბურთო ფორუმზე 12 გუნდის ნაცვლად 16 გუნდი იასპარეზებს. უკვე გაიმართა ა ჯგუფის პირველი ტურის ორი შეხვედრა. ტურნირის მასპინძელმა ნიდერლანდებმა საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში სძლია 2013 წლის ფინალოსან ნორვეგიის ნაკრებს. თუმცა უნდა ითქვას, რომ მასპინძლები თითქმის მთელი მატჩის განმავლბაში ფლობდნენ უპირატესობას და ნორვეგიამ ძალიან ცოტა მომენტების შექმნა მოახერხა. მატჩის ერთადერთი გოლი მატჩის 66-ე  წუთზე ვან დე სანდენმა გაიტანა. ძალიან კარგი მატჩი გამოუვიდა ჰოლანდიელ თავდამსხმელ ვივიან მიედემას, რომელიც არსენალის წევრია.
     დანიისა და ბელგიის დაპირისპირებაც  ზემოთ თქმული მატჩის მსგავსად ძალიან დაძაბული გამოვიდა. მიუხედავად მარცხისა, ბელგიას უამრავი მომენტი ჰქონდა და თავისუფლად შეეძლო ფრეს მაინც გამორჩენოდა.  ბელგიის გულშემატკივრებს ალბათ ბევრი ხანი არ დაავიწყდებათ მათი ნაკრების მიერ ბოლო წუთებზე ძელზე გარტყმული ბურთი. გოლი მე-6 წუთზე 28 წლის  დანიელმა ნახევარცველმა სანე ტროელსგაარდმა შეაგდო, რომელიც ახლახან როსენგარდში გადავიდა.
     შვეიცარია, შოტლანდია, ბელგია, ავსტრია და პორტუგალია ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტი ნაკრებები არიან. ტურნირის ყველაზე ტიტულოვანი ნაკრები გერმანიაა, იგი უმაღლეს კვარცხლბეკზე რვაჯერ ავიდა. აღსანიშნავია ისიც, რომ გერმანიის ქალთა ნაკრები ამ ტურნირის ბოლო ექვსიდან ექვსივე გათამაშების ჩემპიონია. ასე რომ, გერმანია ფავორიტების სიაში პირველ დომრადაა წარდგენილი. 17 ივლისს ორი ჯგუფური ეტაპის ორი მატჩი გაიმართება. 20:00-ზე ერთმანეთთან ურთიერთობას იტალიისა და რუსეთის ეროვნული ნაკრებები გაარკვევენ, ხოლო 22:45 წუთზე კი ჯგუფის ცენტრალური მატჩია - გერმანიის უძლეველი ნაკრები შვედების მაღალ დონეზე ორგანიზებულ ნაკრებს დაუპირისპირდება. ეს მატჩი დაგვანახებს,  რა ამბიციები შეიძლება ჰქონდეთ შვედებს ამ ტურნირზე. მატჩების პირდაპირ ტრანსილაციას EUROSPORT-ი ახორციელებს.

                                                                         ჯგუფი ა


16 ივლისი
ნიდერლანდები-ნორვეგია  1-0
  დანია-ბელგია                        1-0  


ჯგუფი ბ


ჯგუფი გ


ჯგუფი დ




Comments

Popular posts from this blog

წლის საუკეთესო გერმანელი ფეხბურთელი (1960 წლიდან)

ბატონი ჰაინეკენი და თბილი ფეხსაცმელი

გერმანიის თასი: ბაიერნი პადერბორნში მიემგზავრება, ფრანკფურტს რაინ-მაინის დერბი ელის.