უგოლო ფრე 17 ივლისს ბრედის "რატ ვერლეგ სტადიუმზე" ერთმანეთს გერმანიისა და შვედეთის ქალთა ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდნენ. თამაშის მიმდინარეობიდან გამომდინარე ორივე ნაკრებს მოგების თანაბარი შანსი ჰქონდა. "გერმანიამ ერთი ქულა მოიპოვა, თუ ორი ქულა დაკარგა?"- ასე იწყებს თავის დღევანდელ მიმოხილვას "კიკერი". მიუხედავად იმისა, რომ მატჩი უგოლოდ დასრულდა, მაყურებელმა მაინც მაღალი დონის და თვალსასეირო შეხვედრა იხილა. აშკარაა, რომ ეს ორი ნაკრები თავიანთი სათამაშო კლასითა და გუშინდელი ნაჩვენები თამაშით ტურნირის ფავორიტებად უნდა მივიჩნიოთ. "სუპერ დაძაბული მატჩი გამოვიდა, მოწინააღმდეგის მსგავსად, ჩვენი დამცველებიც სრულიად მობილიზირებულნი იყვნენ"-ასე შეაფასა თამაში გერმანელთა დამრიეგებლმა შტეფი ჯონსმა. თავისი ნაკრების მეორე ტაიმში უკეთ ათამაშება სტეფი გრაფმა დადებითად შეაფასა : "დიახ, ჩვენ მეორე ტაიმში გაცილებით უკეთ გა...